NAPR – საინფორმაციო 2D ვიდეო

პროექტის შესახებ:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო დაკვეთით, კომპანია ბუმერანგმა დაამზადა, 2D გრაფიკული ვიდეო, ვიდეო ემსახურება სახელმწიფო ელექტრონული სერვისების შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

ვიდეოს დეტალები:

ხანგრძლივობა: 60 წამი

სერვისი: 2D ანიმაციური ვიდეოს დამზადება

ტიპი: ანიმაციური განმარტებითი ვიდეო

დამკვეთი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმოება: ბუმერანგის ანიმაციის სტუდია

სამუშაო დრო: 3 კვირა

სცენარი – გახმოვანება:

ელექტრონულმა სერვისებმა, ბიზნეს-პროცესები მაქსიმალურად გაამარტივა!

დღეს უკვე შესაძლებელია, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ონლაინ დაარეგისტრიროთ ბიზნესი. ვებგვერდზე my.gov.ge  შპს-ს პარტნიორებს, შეგიძლიათ პარტნიორთა კრებები ელექტრონულად მოიწვიოთ და ჩაატაროთ.  პორტალზე დარეგისტრირებულმა პირებმა, დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, ბარათის წამკითხველის გამოყენებით, პირადობის  ელექტრონული მოწმობის ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპისთვის გადმოცემული სპეციალური ბარათით უნდა განხორციელოთ.

საჯარო რეესტრის მონაცემებს, საკონსულტაციო ბარათებსა და დოკუმენტების ნიმუშებს კი საჯარო რეესტრის ვებგვერდზე napr.gov.ge -ზე გაეცნობით.

ელექტრონული სერვისები ემსახურება ელექტრონული მმართველობის განვითარებას, უზრუნველყოფს ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას,  ანაცვლებს ქაღალდის დოკუმენტებს და უფრთხილდება გარემოს.

ელექტრონული სერვისები – ბიზნესის გამარტივებული წარმოება.

გინდათ თქვენთვის მსგავსი ვიდეო?

იხილეთ ანიმაციური ვიდეოს პაკეტები