ვიდეო რეკლამის გადაღება

შეგვიკვეთეთ ვიდეო რეკლამის გადაღება

ვიღებთ ნებისმიერი სირთულის, ვიდეო რეკლამას: სთორითელინგი, კომპანიის საიმიჯო ვიდეო, მომსახურების სარეკლამო ვიდეო, პროდუქტის სარეკლამო ვიდეო, ვიდეო პრეროლი, სატელევიზიო რეკლამა, ვიდეო სოციალური მედიისათვის, სოციალური ვიდეო რეკლამა. გაწვდით ორიგინალურ იდეებს, ვწერთ სცენარს და ვიღებთ დახვეწილ ვიდეო რეკლამას.

გაინტერესებთ ვიდეო რეკლამის გადაღების ზუსტი ფასი?

ვინაიდან ყველა პროექტი ინდივიდუალურია, ვიდეო წარმოების ფასი ფიქსირებული არ არის. კომპანია ბუმერანგს შემუშავებული აქვს განფასების მარტივი მოდელი, რომლის შესახებაც ინფორმაციას ჩვენ პროექტების მენეჯერი გაგაცნობთ. ძირითადად ვიდეო გადაღების ღირებულება დამოკიდებულია, გადაღების დღეების რაოდენობაზე.

ყველა პროექტი მოიცავს

ვიდეო წარმოების სრულყოფილად განსახორციელებლად, პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე ვიყენებთ, ბუმერანგის ხელთ არსებულ სრულ ტექნიკურ აღჭურვილობას, რაც საჭიროა პროფესიონალური ვიდეო რეკლამის დასამზადებლად.

სცენარის დამუშავება
ტექნიკის შერჩევა
ლოკაციების მომზადება
გახმოვანების ჩაწერა
მუსიკალური ფონი
მონტაჟი

სრული ტექნიკური აღჭურვილობა

ბუმერანგის ვიდეო წარმოების სტუდია აღჭრურვილია უახლესი, ყველა საჭირო ვიდეო, აუდიო, ფოტო ტექნიკით, რაც საშუალებას გვაძლევს შევქმნათ თანამედროვე, უნაკლო, უმაღლესი ხარისხის ვიდეორგოლები.

ვიდეოკამერები

ვიყენებთ უახლეს ვიდეოკამერებს, რათა ხარისხიანად წარმოვაჩინოთ ესა თუ ის პროდუქტი ან ბრენდი

დრონები

დრონით გადაღება ვიდეოებს მეტად საინტერესო და პროფესიონალურ იერსახეს სძენს

აუდიო ტექნიკა

ხარისხიანი აუდიო ტექნიკა გვეხმარება, სათქმელი ხარვეზების გარეშე მივიტანოთ მაყურებლამდე

განათების ტექნიკა

გვჯერა, სწორი განათების გარეშე პროფესიონალური კადრების გადაღება შეუძლებელია

სამონტაჟო ტექნიკა

ვიყენებთ ფერების კორექციის და სპეცეფექტების უახლეს ვიდეო სამონტაჟო პროგრამებს

დამატებითი ტექნიკა

საჭიროებისამებრ ვიყენებთ: სტაბილიზატორებს, სლაიდერებს, შტატივებს, სუფლიორებს და სხვა...

რატომ ირჩევენ კომპანიები ჩვენთან მუშაობას?

ბუმერანგის ვიდეო წარმოების სტუდიას წარმოადგენს: რეჟისორი, შემოქმედებითი დირექტორი, პროდიუსერი, შემოქმედებითი პროექტების მენეჯერი, ოპერატორები, ხმის ოპერატორები, გამნათებლები, ვიდეო მემონტაჟეები, ვიზაჟისტები, მხატვარ – დეკორატორი, მოუშენ დიზაინერი, ხმოვანი ეფექტების სპეციალისტი და მუსიკალური კომპოზიტორი.

ვადგენთ დეტალურ გეგმას, ყველა პროექტის დაწყებამდე.
ინფორმირებული ხართ ყველა დეტალზე ვიდეო წარმოების პროცესში.
ჩვენი გუნდი მუდმივ კონტაქტზეა და გაწვდით ახალ ინფორმაციას.
იღებთ წინასწარ შეთანხმებული ხარისხის ნამუშევარს, არ გეშინიათ გადაცდომების.

ჩვენი ნამუშევრები

იხილეთ ჩვენი გუნდის შესრულებული ნამუშევრები

ხშირად დასმული შეკითხვები

იხილეთ პასუხები, ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებულ, ხშირად დასმულ შეკითხვებზე.

დიახ, ვიდეო რეკლამა ზრდის გაყიდვებს. 2023 წელს მარკეტოლოგების 83%-მა თქვა, რომ ვიდეო ხელს უწყობს ლიდერების მოზიდვას, ხოლო 80%-მა განაცხადა, რომ ვიდეომ უშუალოდ შეუწყო ხელი გაყიდვების გაზრდას. მყიდველთა ნახევარზე მეტი უყურებს ვიდეოს მაღაზიაში ან ონლაინ მაღაზიებში პროდუქტის შეძენამდე, ხოლო 90%-ს სურს ნახოს მეტი ვიდეო მათი საყვარელი ბრენდებისგან.

ვიდეო რეკლამის გადაღების საშუალო ღირებულება დღეს $900 – $3 000 -დან იწყება, ვინაიდან ყველა პროექტი ინდივიდუალურია, ვიდეო წარმოების ფასი ფიქსირებული არ არის, ზუსტი ფასის დასათვლელად უნდა დაუკავშირდეთ პროდიუსერს.

სარეკლამო ვიდეო რგოლის დამზადებას საშუალოდ 2 – 4 კვირა სჭირდება, ყველა პროექტი ინდივიდუალურია და დამზადების დროც დამოკიდებულია დამკვეთის მოთხოვნებზე, თუმცა სტანდარტულ შემთხვევეში, სარეკლამო ვიდეო რგოლის დასამზადებლად 2 კვირა სავსებით საკმარისია.

პირველ რიგში ვთანხმდებით ვიდეო რგოლის კონცეფციაზე, მას შემდეგ რაც დამკვეთთან კონცეფციაზე შევთანხმდებით, ვიწყებთ მოსამზადებელ სამუშაოებს, ვარჩევთ ტექნიკას, გადასაღებ ლოკაციას, საჭიროებისამებრ მსახიობებს და ვიწყებთ გადაღებას, როდესაც ყველა საჭირო კადრი ხელთ გვაქვს იწყება მონტაჟი. ვცილობთ წარმოების სრულ პროცესში ჩართული გვყავდეს დამკეთი, რათა მივიღოთ წინასწარ დაგეგმილი, იდეალური ნამუშევარი.

ვიდეო რეკლამა საშუალებას გვაძლევს, მარტივად და ხარისხიანად მივაწოდოთ მომხმარებელს ინფორმაცია კომპანიის საქამიანობისა და სერვისების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ანიმაციური ვიდეორგოლები, საუკეთესო საშუალებაა რთული იდეების მარტივად ასახსნელად.

გვერდზე განთავსებული ვიდეოს ტექსტი: არ აქვს მნიშვნელობა თვითდასაქმებული ხარ, პატარა ბიზნესი გაქვს თუ საერთაშორისო კომპანია. მარტივად რომ ვთქვათ „ხალხს უყვარს ვიდეოები“ მოდი განვმარტოთ. ნებისმიერ ბიზნესში არსებობს ორი ძირითადი ეტაპი, – მოზიდვა და გარდაქმნა. შენ უნდა მოიზიდო ვიზიტორი, და აქციო მომხმარებლად. ვიდეო ორივე პუნქტს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. განვიხილოთ მომხმარებლის მოზიდვა, წარმოიდგინე ონლაინ მომხმარებელი შემოდის შენს ვებგვერდზე, ხვდება უამრავი ტექსტი და ფოტოები რომლებიც გადმოსცემენ რას აკეთებ და როგორი ორიგინალური, საუკეთესო პროდუქტი გაქვს, მაგრამ ამით ნამდვილად ვერ მიიქცევ ვიზიტორების ყურადღებას, 1 ან 2 წუთის კითხვის შემდეგ, ისინი უკმაყოფილოები დატოვებენ საიტს, და დაკარგავ პოტენციურ მომხმარებლებს სამუდამოდ. რა იქნებოდა თუ მოსაწყენი ტექსტის ნაცვლად გექნებოდა, 1- ან 2 წუთიანი ვიდეო, რომელიც განმარტავდა მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას, მოკლე დასამახსოვრებელი ფორმატით, ამით ვიზიტორები აუცილებლად ისიამოვნებდნენ. კვლევებით დასტურდება რომ ადამიანის ტვინი ვიდეოს 60 000-ჯერ უფრო სწრაფად ამუშავებს ვიდრე ტექსტს, ეს კი გაძლევს საშუალებას ვიზიტორს მიაწოდო ძალიან ბევრი ინფორმაცია უმოკლეს დროში, სწორედ ეს არის ერთერთი საუკეთესო გზა მომხმარებლის მიზიდვისთვის, ამასთან ვიზიტორების დაახლოებით 20% გააზიარებს შენს კონტენტს თუ ის ვიდეოს სახით იქნება წარმოდგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორი გაავრცელებს შენს შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, რაც მოიზიდავს უფრო მეტ ვიზიტორს შენს საიტზე, ვებგვერდზე ხალხის მოძრაობა კი, პირდაპირ აისახება საძიებო სისტემაში და გააუმჯობესებს seo-ს რანგს. ახლა როცა უკვე მიიზიდე ვიზიტორები, მოდი განვიხილოთ, თუ როგორ ეხმარება ვიდეო ვიზიტორის მომხმარებლად გარდაქმნას – მარკეტერების 70% აცახადებს რომ ვიდეო გარდაქმნები უკეთესია ვიდრე სხვა ტიპის რომელიმე კონტენტი, რატომ? იმიტომ რომ შენს სავარაუდო მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ ნახონ რას აკეთებ რეალურად, დაწვრილებით ინფორმაციის მიღება განაპირობებს მიიღონ ზუსტი, სანდო გადაწყვეტილება შეიძინოს თუ არა პროდუქტი. აგრეთვე ვიდეოები გამოგარჩევს კონკურენტებისგან და ზრდის კომპანიის სანდოობას. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საუკეთესო ვიდეო თქვენი ბიზნესისთვის. დაგვიკავშირდით!

კონტაქტი

მოგვწერეთ შეკვეთის შესახებ და ჩვენ დაგიკავშირდებით