My.gov.ge – საიმიჯო ვიდეორგოლი

Play Video

My.gov.ge – საიმიჯო ვიდეორგოლი

პროექტის შესახებ:

იუსტიციის სახლის დაკვეთით კომპანია ბუმერანგმა დაამზადა 2D გრაფიკული ვიდეო, ვიდეო ემსახურება პორტალი my.gov.ge-ს შესახებ ცნობადობის ამაღლებას

ვიდეოს დეტალები:

ხანგრძლივობა: 53 წამი

სერვისი: 2D ანიმაციური ვიდეოს დამზადება

ტიპი: ანიმაციური განმარტებითი ვიდეო

დამკვეთი: იუსტიციის სახლი

წარმოება: ბუმერანგის ანიმაციის სტუდია

სამუშაო დრო: 3 კვირა

სცენარი – გახმოვანება:

არ აქვს მნიშვნელობა ფიზიკური პირი ვართ თუ იურიდიული, ჩვენ მუდმივად გვიწევს
სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან ურთიერთობა. ეს პროცესი ხშირად დიდი
ენერგიასა და ბევრ დროს მოითხოვს. ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი
My.gov.ge რადიკალურად ცვლის ამ პროცესს და გიზოგავთ როგორც დროს, ისე ფინანსებს.
ისარგებლეთ ელექტრონული სერვისებით, განახორციელეთ კვალიფიციური ელექტრონული
ხელმოწერა, მიმოწერა აწარმოეთ სახელმწიფო უწყებებთან, იურიდიულმა პირებმა
მინდობილობა მიანიჭეთ თქვენს მიერ შერჩეულ პირს, არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით,
ეს და სხვა მრავალი სერვისი ონლაინ რეჟიმშია ხელმისაწვდომი, საჭიროა მხოლოდ:
ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი; ახალი პირადობის მოწმობა და ბარათის წამკითხველი
მოწყობილობა. დაზოგეთ დრო, ისარგებლეთ ელექტრონული სერვისებით! My.gov.ge

გინდათ თქვენთვის მსგავსი ვიდეო?

იხილეთ ანიმაციური ვიდეოს პაკეტები