CIEC – სოციალური, ანიმაციური ვიდეო
პროექტის შესახებ:
განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგიის დაკვეთით, კომპანია ბუმერანგმა დაამზადა 2 გრაფიკული 2D სოციალური ვიდეო. ვიდეოები წარმოაჩენს აუტიზმის მქონე ბავშვთა პრობლემებს კოვიდ-19-ის პანდემიის დროს.
ვიდეოს დეტალები:
რაოდენობა: 2
ხანგრძლივობა: 30 წამი
სერვისი: 2D ანიმაციური ვიდეოს დამზადება
ტიპი: ანიმაციური სოციალური ვიდეო
დამკვეთი: განათლების დამოუკიდებელ კონსულტანტთა კოლეგია
წარმოება: ბუმერანგის ანიმაციის სტუდია
სამუშაო დრო: 5 კვირა
სცენარი – გახმოვანება:
ვიდეო 1
ჩემს აუტიზმის მქონე ბიჭს კოვიდ 19-მა შეუცვალა დღის რუტინა, გაართულა მისი ემოციური მდგომარეობა. ჩემი გოგონასთვის ტესტირების ჩატარება გამიჭირდა, რიგში ვერ ვალოდინებდი, ლოდინი მისი ქცევის მოშლას იწვევს. უნდა ვიცოდეთ ვის მივმართოთ, თუ ბავშვს კოვიდ-ინფექცია დაუდასტურდა, ჩვენს ბავშვებს სპეციფიკური მიდგომა სჭირდებათ. სახელმწიფო სტრუქტურებისგან და სამედიცინო დაწესებულებებისგან მეტი ყურადღებაა საჭირო, რომ სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი შვილებისთვის.
ვიდეო 2
ბავშვთან ერთად თვითიზოლაცია დაგვჭირდა სასტუმროებში კი არ იყო ადაპტირებული სივრცე. სტაციონარში მოვხვდით, გარემო და მედპერსონალი აუტიზმის მქონე პირთან ურთიერთობისთვის არ იყო მომზადებული ვერც ფსიქოლოგი დაგვახმარეს. აუცილებელია ინფორმირებული მედპერსონალი და ადაპტირებული სივრცეები და კლინიკები, ზოგჯერ სამედიცინო მომსახურება ბინაზე.
გინდათ თქვენთვის მსგავსი ვიდეო?
იხილეთ ანიმაციური ვიდეოს პაკეტები