ანიმაციური
ვიდეოს დამზადება

2D ანიმაციის პაკეტები

ვაკეთებთ ნებისმიერი სირთულის, გრაფიკულ, ანიმაციურ ვიდეოებს: განმარტებითი (Explainer) ვიდეო, მულტფილმი, პერსონაჟების ანიმაცია, სარეკლამო ვიდეო, ვიდეო პრეროლი, სატელევიზიო რეკლამა, ვიდეო სოციალური მედიისათვის, ანიმაციური ინფოგრაფიკა, 2D გრაფიკული ანიმაცია, 3D გრაფიკული ანიმაცია, HTML5 ბანერები, Gif ანიმაციური ბანერები. გაწვდით ორიგინალურ იდეებს, ვწერთ სცენარს და ვხატავთ კადრირებას.

მარტივი

3 კვირა

მარტივი თანამედროვე ვიდეო, საუკეთესოა სტარტაპის, პროექტის, ბიზნესის პრეზენტაციისთვის

საშუალო

3-5 კვირა

მეტად დახვეწილი ანიმაცია, საუკეთესოა პროდუქციის და მომსახურების პრეზენტაციისთვის

რთული

6-10 კვირა

რთული 2D ანიმაცია და ეფექტები, აქ ჩვენ ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის მზად ვართ

ყველა პაკეტი მოიცავს

პაკეტები მოიცავს, ყველა ასპექტს, რაც საჭიროა სრულყოფილი, პროფესიონალური ანიმაციური ვიდეოს დასამზადებლად.

სცენარის დამუშავება
კადრირების მომზადება
ილუსტრაციების შექმნა
გახმოვანების ჩაწერა
მუსიკალური ფონი
ანიმაცია

შეკვეთის მიღებიდან დასრულებამდე

იხილეთ რა ეტაპებს გადის ანიმაციური ვიდეო, შეკვეთის მიღებიდან მის დასრულებამდე

სცენარი

5 დღე

ჩვენი სცენარისტი ამუშავებს ტექსტს გახმოვანებისთვის, აღწერს მოქმედებებს თითოეული სცენისათვის.

კადრირება

6 დღე

მუშავდება თითოეული სცენის "შავი" ვერსია. ერთ სცენას გაჩვენებთ დასრულებული სტილითა და ფერებით.

ილუსტრაცია

10 დღე

ჩვენი მხატვრები ხატავენ ილუსტრაციებს, პერსონაჟებს, ფონს, ამავდროულად ვარჩევთ მსახიობს გახმოვანებისათვის.

ანიმაცია

10 დღე

სტატიკური ნამუშევარი ანიმაციის სპეციალისტებს მოჰყავთ მოძრაობაში, მუშავდება ხმოვანი ეფექტები და მუსიკალური ფონი

რატომ ირჩევენ კომპანიები ჩვენთან მუშაობას?

ბუმერანგის ანიმაციურ სტუდიას წარმოადგენს: შემოქმედებითი დირექტორი, პროდიუსერი, CG შემსრულებლები, მხატვარ – ილუსტრატორები, 2D, Flash და პერსონაჟების ანიმატორები, მოუშენ დიზაინერები, შემოქმედებითი პროექტების მენეჯერი, ხმოვანი ეფექტების სპეციალისტი და მუსიკალური კომპოზიტორი.

ვადგენთ დეტალურ გეგმას, ყველა პროექტის დაწყებამდე.
ინფორმირებული ხართ ყველა დეტალზე ანიმაციის წარმოების პროცესში.
ჩვენი გუნდი მუდმივ კონტაქტზეა და გაწვდით ახალ ინფორმაციას.
იღებთ წინასწარ შეთანხმებული ხარისხის ნამუშევარს, არ გეშინიათ გადაცდომების.

ჩვენი ნამუშევრები

იხილეთ ჩვენი გუნდის შესრულებული ნამუშევრები

ვიდეო რეკლამა საშუალებას გვაძლევს, მარტივად და ხარისხიანად მივაწოდოთ მომხმარებელს ინფორმაცია კომპანიის საქამიანობისა და სერვისების შესახებ. მიგვაჩნია, რომ ანიმაციური ვიდეორგოლები, საუკეთესო საშუალებაა რთული იდეების მარტივად ასახსნელად.

გვერდზე განთავსებული ვიდეოს ტექსტი: არ აქვს მნიშვნელობა თვითდასაქმებული ხარ, პატარა ბიზნესი გაქვს თუ საერთაშორისო კომპანია. მარტივად რომ ვთქვათ „ხალხს უყვარს ვიდეოები“ მოდი განვმარტოთ. ნებისმიერ ბიზნესში არსებობს ორი ძირითადი ეტაპი, – მოზიდვა და გარდაქმნა. შენ უნდა მოიზიდო ვიზიტორი, და აქციო მომხმარებლად. ვიდეო ორივე პუნქტს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. განვიხილოთ მომხმარებლის მოზიდვა, წარმოიდგინე ონლაინ მომხმარებელი შემოდის შენს ვებგვერდზე, ხვდება უამრავი ტექსტი და ფოტოები რომლებიც გადმოსცემენ რას აკეთებ და როგორი ორიგინალური, საუკეთესო პროდუქტი გაქვს, მაგრამ ამით ნამდვილად ვერ მიიქცევ ვიზიტორების ყურადღებას, 1 ან 2 წუთის კითხვის შემდეგ, ისინი უკმაყოფილოები დატოვებენ საიტს, და დაკარგავ პოტენციურ მომხმარებლებს სამუდამოდ. რა იქნებოდა თუ მოსაწყენი ტექსტის ნაცვლად გექნებოდა, 1- ან 2 წუთიანი ვიდეო, რომელიც განმარტავდა მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას, მოკლე დასამახსოვრებელი ფორმატით, ამით ვიზიტორები აუცილებლად ისიამოვნებდნენ. კვლევებით დასტურდება რომ ადამიანის ტვინი ვიდეოს 60 000-ჯერ უფრო სწრაფად ამუშავებს ვიდრე ტექსტს, ეს კი გაძლევს საშუალებას ვიზიტორს მიაწოდო ძალიან ბევრი ინფორმაცია უმოკლეს დროში, სწორედ ეს არის ერთერთი საუკეთესო გზა მომხმარებლის მიზიდვისთვის, ამასთან ვიზიტორების დაახლოებით 20% გააზიარებს შენს კონტენტს თუ ის ვიდეოს სახით იქნება წარმოდგენილი, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორი გაავრცელებს შენს შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, რაც მოიზიდავს უფრო მეტ ვიზიტორს შენს საიტზე, ვებგვერდზე ხალხის მოძრაობა კი, პირდაპირ აისახება საძიებო სისტემაში და გააუმჯობესებს seo-ს რანგს. ახლა როცა უკვე მიიზიდე ვიზიტორები, მოდი განვიხილოთ, თუ როგორ ეხმარება ვიდეო ვიზიტორის მომხმარებლად გარდაქმნას – მარკეტერების 70% აცახადებს რომ ვიდეო გარდაქმნები უკეთესია ვიდრე სხვა ტიპის რომელიმე კონტენტი, რატომ? იმიტომ რომ შენს სავარაუდო მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ ნახონ რას აკეთებ რეალურად, დაწვრილებით ინფორმაციის მიღება განაპირობებს მიიღონ ზუსტი, სანდო გადაწყვეტილება შეიძინოს თუ არა პროდუქტი. აგრეთვე ვიდეოები გამოგარჩევს კონკურენტებისგან და ზრდის კომპანიის სანდოობას. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ საუკეთესო ვიდეო თქვენი ბიზნესისთვის. დაგვიკავშირდით!

კონტაქტი

მოგვწერეთ შეკვეთის შესახებ და ჩვენ დაგიკავშირდებით