Wepark – აპლიკაციის საინფორმაციო ვიდეო
პროექტის შესახებ:
ბუმერანგის გუნდმა, პარკინგის მოსაწესრიგებელი აპლიკაცია Wepark-ის დაკვეთით დაამზადა, 2D ანიმაციური საინფორმაციო ვიდეო.
ვიდეოს დეტალები:
ხანგრძლივობა: 43 წამი
სერვისი: 2D ანიმაციური ვიდეოს დამზადება
ტიპი: ანიმაციური განმარტებითი ვიდეო
დამკვეთი: Wepark
წარმოება: ბუმერანგის ანიმაციის სტუდია
სამუშაო დრო: 4 კვირა
სცენარი – გახმოვანება:
როგორ იმუშავებს ავტომობილების პარკირება მომავალში?. თბილისი, 2018 წელი. ავტომობილების მძღოლები მობილური აპლიკაცის გამოყენებით ატყობინებენ ერთმანეთს ადგილის გათავისუფლების შესახებ. მძღოლი, რომლიც გადის პარკინგიდან მობილური აპლიკაციის საშუალებით აგზავნის სიგნალს მანქანის გასაჩერებელი ადგილის გათავისუფლების შესახებ. მძღოლი, რომელიც ეძებს პარკინგს, ეკრანზე დაინახავს სად თავისუფლდება ადგილი და აგზავნის სიგნალს „დამელოდე 50 თეთრად. Wepark მობილური აპლიკაციის საშუალებით ვეხმარებით ერთმანეთს მანქანის დაყენებაში. ტექნოლოგიები ამარტივებს პარკინგს.
გინდათ თქვენთვის მსგავსი ვიდეო?
იხილეთ ანიმაციური ვიდეოს პაკეტები