შსს – მართვის მოწმობის განახლება
პროექტის შესახებ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაკვეთით, კომპანია ბუმერანგმა, დაამზადა 2D გრაფიკული საინფორმაციო ვიდეო. ვიდეო მიზნად ისახავს მოსახლეობის ინფორმირებას მართვის მოწმობის განახლების შესახებ.
ვიდეოს დეტალები:
ხანგრძლივობა: 36 წამი
სერვისი: 2D ანიმაციური ვიდეოს დამზადება
ტიპი: ანიმაციური საინფორმაციო ვიდეო
დამკვეთი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
წარმოება: ბუმერანგის ანიმაციის სტუდია
სამუშაო დრო: 3 კვირა
სცენარი – გახმოვანება:
2019 წლის პირველი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემული C, CE, D და DE კატეგორიის და ქვეკატეგორიის, მართვის მოწმობები.
მოწმობის შესაცვლელად, მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში, მოქალაქემ, უნდა წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა.
თუ მოქალაქე, 1 მარტამდე არ შეცვლის მართვის მოწმობას, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად.
ნუ დაარღვევთ კანონს! დროულად მიმართეთ მომსახურების სააგენტოს და თავიდან აიცილეთ ჯარიმები.
გინდათ თქვენთვის მსგავსი ვიდეო?
იხილეთ ანიმაციური ვიდეოს პაკეტები