ფერების ფსიქოლოგია მარკეტინგში

 

რატომ არის Facebook ლურჯი? ჟურნალ The New Yorker- ის თანახმად მიზეზი მარტივია. მარკ

ცუკერბერგი დალტონიკია, ყველაზე მდიდარი ფერი კი მისთვის ლურჯია.

სამეცნიერო დასკვნის გარდა ფერის შერჩევის სხვა კრიტერიუმებიც არსებობს. როგორ მოქმედებს ფერი ჩვენი შესყიდვების გადაწყვეტილებაზე. რას ნიშნავს ფერების ფსიქოლოგია მარკეტინგში? როგორც ჩანს ფერები 90% შემთხვევაში ახდენენ ზეგავლენაას ჩვენს გადაწყვეტილებაზე, ვიყიდით თუ არა პროდუქტს.

პირველადი ფერები

პირველადი არის სამი ფერი რომლის შეზავებითაც ვიღებთ დამატებით ფერებს, ესენია: წითელი, ყვითელი და ლურჯი.

მეორადი ფერები

მეორადი ფერები მიიღება პირველადი ფერების შერევით. ესენია: მწვანე, იისფერი და სტაფილოსფერი.

ფერების რგოლის საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ მეგობრული და მოწინააღმდეგე ფერები რაც გვეხმარება შევქმნად ნაკლებად აღქმადი და მნივნელოვნად აღქმადი გრაფიკული ნამუშევრები.

რათა უკეთესად მიხვდეთ თუ რაზეა საუბარი, მოდი განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი ▼

საპირისპირო ფერების კომბინაციები

“საპირისპირო ფერები” – ისინი საპირისპირონი არიან ფერის რგოლში, რაც იმას ნიშნავს რომ მათ არ გააჩნიათ საერთო ფერი. ისინი გეოგრაფიულად  მოპირდაპირე მხარის არიან, ამ ფერების ერთად გამოყენება აიძულებს თვალს დაიძაბოს და დაიმახსოვროს.

ალბათ შეგიმჩნევიათ, უამრავი უმსხვილესი კომპანიის ბრენდი სწორედ საპირისპირო ფერებში არის გადაწყვეტილი, ეს იმიტომ, რომ მარტივად დაამახსოვრონ ადამიანის გონებას თავიანთი თავი და მათი ლოგოტიპი წაუშლელი დატოვონ მისგან.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საპირისპირო ფერის მაგალითს ▼

მწვანე და წითელი

ლურჯი და ნარინჯისფერი

ყვითელი და იისფერი

 

ფერით მოტანილი ემოცია (პლიუსები და მინუსები)

თითოეულ ფერს თავისი დანიშნულება აქვს კომპანიის ლოგოს (ბრენდის) შექმნის დროს. განვიხილოთ თითოეული მათგანი.

შავი – თვისებები: გარკვეული, საიმედო, ძლიერი, ზუსტი, პროფესიონალური, პირდაპირი, ზუსტი

ერგება შემდეგ სფეროებს: მარკეტინგი, მშენებლობა, კორპორატიული სექტორი, ნავთობის მრეწველობა, ფინანსები, მოდა, წარმოება, კოსმეტიკა, სამთო ბიზნესი, გაყიდვები

მწვანე – თვისებები: ბუნებრივი, ორგანული, ახალგაზრდული, სასწავლო, საგანმანათლებლო, სათავგადასავლო, ეკო მეგობრული, დამამშვიდებელი

ერგება შემდეგ სფეროებს: მედიცინა, მეცნიერება, მთავრობა, კადრების შერჩევა, ეკო-ბიზნესი, ტურიზმი

ლურჯი – თვისებები: საიმედოობა, სიმშვიდე, სისუფთავე, ყურადღება, ჯანმრთელობის, პროფესიონალიზმი, კანონიერება, სიძლიერე

ერგება შემდეგ სფეროებს: მედიცინა, მეცნიერება, კომუნალური მომსახურეობა, მთავრობა, ჰაი-ტექი, კადრების შერჩევა, ვაჭრობა, იურისპრუდენცია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სტომატოლოგია, კორპორატიული სექტორი

 

მარკეტინგული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია განსაზღვრო რა ტიპის აუდიტორიისთვის არის თქვენი პროდუქტი. თითოეული ფერი განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს სხვადასხვა ტიპის ადამიანზე.

ფერით მოტანილი ემოციის დადებითი და უარყოფითი მხარეები ▼ ▼ ▼

ლურჯი

დადებითი: საიმედოობა, სიმშვიდე, სისუფთავე, ყურადღება, ჯანმრთელობა, პროფესიონალიზმი, კანონიერება, სიძლიერე.

უარყოფითი: სიცივე, შიში, მამაკაცურობა.

ცისფერი

დადებითი: სამკურნალო, სულიერი, დამცავი, დახვეწილი.

უარყოფითი: შური, ქალურობა.

მწვანე

დადებითი: ბუნებრივი, ორგანული, ახალგაზრდული, სასწავლო, მდიდარი, საგანმანათლებლო, ეკო მეგობრული, დამამშვიდებელი.

უარყოფითი: შური, ეჭვიანობა, დანაშაული.

ყვითელი

დადებითი: მბრწყინვალე, მზიანი, ენერგეტიკული, თბილი, ბედნიერი, კმაყოფილი, სახალისო, ინტელექტუალური.

უარყოფითი: უპასუხისმგებლო, არასტაბილური.

იისფერი

დადებითი: თავაზიანი, ფუფუნება, ამბიციური, დამამშვიდებელი, ელეგანტური.

უარყოფითი:  იდუმალი, მარტოსული.

ვარდისფერი

დადებითი: რომანტიკული, მშვიდი, ბედნიერი.

უარყოფითი:  სუსტი, ქალური, მხდალი.

წითელი

დადებითი: რომანტიული, ენერგიული, სწრაფი, გადამწყვეტი.

უარყოფითი: გამაფრთხილებელი, საფრთხის შემცველი.

სტაფილოსფერი

დადებითი: გამბედავი, სანდო, მეგობრული, წარმატებული.

უარყოფითი:  იგნორირებული, არაპუნქტუალური.

ყავისფერი

დადებითი: მეგობრული, გრძელვადიანი, კონსერვატიული.

უარყოფითი: დოგმატური, კონსერვატიული.

კაკაოსფერი

დადებითი: საიმედო, მოქნილი, დახვეწილი, კონსერვატიული.

უარყოფითი: მშრალი, მოსაწყენი, კონსერვატიული.

ოქროსფერი

დადებითი: მდიდრული, ბრძენი, ძვირფასი, მნიშვნელოვანი, ტრადიციული.

უარყოფითი: ეგოისტური, თავდაჯერებული.

ვერცხლისფერი

დადებითი: გლამურული, მოხდენილი, მაღალტექნოლოგიური.

უარყოფითი: მერყევი, მოსაწყენი, უპასუხისმგებლო.

თეთრი

დადებითი: კეთილი, უდანაშაულო, სუფთა, ახალი, მარტივი.

უარყოფითი: ხელუხლებელი, ცარიელი.

ნაცრისფერი

დადებითი: დაცული, საიმედო, ინტელიგებტი, სოლიდური.

უარყოფითი: ბნელი, დამთრგუნველი, კონსერვატიული.

შავი

დადებითი: დამცავი, ელეგანტური, დრამატული, დახვეწილი.

უარყოფითი: ბოროტი, იდუმალი.

 

ფერების უპირატესობები მამაკაცებსა და ქალებში  ▼

  • ლურჯი კაცების 57% -თვის ფავორიტი  ფერია, იგი ქალებისთვისაც  (35%) პირველ ადგილას დგას.
  • ფერები რომლებიც არ მოსწონთ განიხილეს როგოც ღარიბი ფერები.
  • კაცები ასევე უპირატესობას ანიჭებენ სუფთა და “ჩრდილის” ფერებს მაგალითად ისეთს როგორიც ნაცრისფერია
  • კაცების (56%) და ქალების (76%) არჩევენ გრილ ფერებს.
  • ნარინჯისფერი და ყვითელი მიიჩნევა უფრო დაწუნებულ ფერებად ორივე სქესის წარმომადგენლისთვის.

ფერთა შეხამებით გამოწვეული ასოციაცია ყველა ადამიანში სხვადასხვაგვარია, თუმცა არსებობს მსოფლიო კვლევები რომლის მიხედვითაც შეგვიძლია თამამად ვიხელმძღვანელოდ.

წარმოგიდგენთ ცნობილ ბრენდებს სხვადასხვა სფეროდან, დააკვირდით მათ ფერებს. წარმატებული ლოგოები აუცილებლად აკმაყოფილებენ ზემოთ ნაჩვენებ მოთხოვნებს და სწორედ ეს შეუმჩნეველი საიდუმლოებები ხდიან მათ დასამახსოვრებელს. მეტი თვალსაჩინოებისთვის შევქმენით “ფერის ემოციების ბადე”.


 

 

About the author: admin

Leave a Reply

Your email address will not be published.