ციფრული დიზაინის ტრენდები

 

ყოველწლიურად ვებ დიზაინის შესახებ ახალ რამეს ვსწავლობთ და ამ მხრივ არც 2016 წელი ყოფილა გამონაკლისი.

როგორც წესი ვებ დიზაინში ესა თუ ის ტენდენცია მხოლოდ ერთი ან ორი წლითაა სიცოცხლისუნარიანი. ველოდებით, რომ 2017 წელს გაგრძელდება, ის ტენდენციები, რომლებიც 2016 წელს მატერიალიზდა, თუმცა ახალი გავლენებით, მაგრამ განცდა იმისა, რომ ეს უკვე ნაცნობია, შენარჩუნდება.  ვებ- დიზაინში გავლენის მთვარ წყაროდ რჩება Googles Material Design, რომელიც ახლა ცვლილებებს განიცდის.

ნახევრად ორგანზომილებიანი დიზაინი (Semi Flat Design).

ბოლო წლების მანძილზე ორგანზომილებიანი დიაზანი, რაც flat design-ის სახელითაა ცნობილი, წამყვანია ვებ-გვერდების დიზაინში, თუმცა დღეს Material Design-ის  გავლენით, ორგანზომილებიანი დიზაინი შედარებით მრავალგანზომილებიანი გახდა.
ცვლილება დაიწყო ჩრდილების გრადაციით, რამაც ორგანზომილებიანი დიზაინი ნახევრად ორგანზომილებიან დიზაინად აქცია. მინიმალისტური სტილიდან ორგანზომილებიანი დიზაინის ევოლუცია ტექნოლოგიურ განვითარებას ებმის, მაგრამ ორგანზომილებიანი დიზაინი კვლავაც აქტუალურია, თუმცა იგი უმჯობესდება. გლუვმა ჩრდილებმა მას სიღრმე და კომპლექსურობა შესძინეს. ორგანზომილებიანი დიზაინის განვითარება ვფიქრობთ, რომ 2017 წელსაც გაგრძელდება.

სინემაგრაფი

სინემაგრაფი არ არის ჩვეულებრივი გიფი, რომელსაც ყოველდღიურად ვხვდებით ინტერნეტ სამყაროში. სინემაგრაფი – ეს ფოტოა, რომელზეც ერთი მცირე დეტალი მოძრაობს. ეს ტექნიკა ჩვეულებრივ ფოტოს უფრო რეალისტურს ხდის.

უფრო მეტი სამი განზომილება (3D)

ანიმაცია

ანიმაციას უფრო და უფრო დიდი დოზითაა წარმოდგენილი ვებ დიზაინში, ის შეიძლება იყოს გიფის, SVG, WebGL CSS ან ვიდეოს სახით. ვებ დიზაინის ტენდენციებში ანიმაციას ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს, ამიტომ მათ გამოყენებაზე ნუ იყოყმანებთ.

Landing Page

2017 წელს ჩვენ ვნახავთ ისეთი გვერდების პოპულარობის ზრდას, რომლებიც კონკრეტულ წერტილზე შედიან. მისი პოპულარობის ზრდა მოსალოდნელია მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე, რადგან სამიზნე აუდიტორიასთან წვდომის  დიდი პოტენციალი და უკეთესი შესაძლებლობა აქვს.

გეომეტრიული ფიგურები, ნიმუშები და წრეები

ეს ტენდენცია სწორედ 2016 წელს გაჩნდა და აუცილებლდ გაგრძელდება 2017 წელსაც. თქვენ შეგიძლიათ ვებ-გვერდს მარტივი ფიგურების და ჩრდილების დამატებით ინდივიდუალური შტრიხებ შემატოთ.

მკვეთრი ფერები

გამოიყენეთ თამამი და მკვეთრი ფერები ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებელი განცხადებებისთვის. როგორც მატერიალური ისე ორგანზომილებიანი დიზაინი განსაკუთრებულად კარგად ირგებს მკვეთრ ფერებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერთა პალიტრა, რომელიც გუგლის მიერაა შექმნილი და სურვილისამებრ აარჩიოთ ფერთა წყვილები.

ინოვაციური სქროლვა და პარალაქსი

ეს დიდებული ვიზუალური იდეაა, რომელიც ვებ-გვერდს უნიკალურ ელემენტებს მატებს. ეს გულისხმობს შესაძლებლობებს მრავალშრიანი პარალაქსიდან დაწყებული  ვიდეო პარალაქსამდე დამთავრებული.

ვორდპრესის პლათფორმა საშუალებას გვაძლევს ლამაზი პარალაქსი შევქმნათ, რომელსაც ერთზე მეტი შრე ექნება. იყავით კრეატიული და შრეების სხვადასხვა კომბინაცია შექმენით. ჩვენ შევქმენით 12 განსხვავებული მაგალითი, რათა მრავალშრიან  სამყაროში მოგზაურობის წინ რამდენიმე ნიმუში გაჩვენოთ.

 

ფერთა გრადაცია

ფერთა გრადაცია ყველაზე გამორჩეული ტენდენციაა ამ დროისთვის. მისი პოპულარობა 2016 წლის დასაწყისიდან იღებს სათავეს და სწრაფად ვითარდება, მას შემდეგ რაც, მაგალითად, ინსტაგრამმა ლოგოს შეცვლა გადაწყვიტა და ორგანზომილებიანი ფერები, მრავალფერიანი გრადაციით შეცვალა. ეს ტენდენცია ძალიან მნიშვნელოვანია ღილაკების და ფოტოების გასაფორმებლად.

ინტერნეტის მობილურით გამოყენება და შესაბამისი ვებ დიზაინი.

2015-16 წლებში უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყენებს ინტერნეტს მობილურის მეშვეობით. ვებ-გვერდების დათვალიერება მომხმარებლებს ტაბების და სმარტფონების მეშვეობით ურჩევნიათ, კომპიუტერებთან და ლეპტოპებთან შედარებით. ეს ტენდენცია გაგრძელდება და ნებისმიერი ვებ-გვერდი, რომელსაც მობილურისთვის ვებ-დიზაინი არ აქვს შემუშავებული სასწრაფოდ საჭიროებს განახლებას.

გრაფიკა და ილუსტრაციები

პროფესიონალური კამერით გადაღებული ფოტოები კვლავ ძალიან პოპულარულია, თუმცა ამ მიმართულებითაც გამოიკვეთა ახალი ტენდენცია ეს არის ფოტოს ნაცვლად გრაფიკისა და ილუსტრაციის გამოყენება, თუ თქვენ გსურთ განსხვავებულად გამოიყურებოდეს თქვენი ვებ გვერდი და ის ყველა ვიზიტორმა დაიმახსოვროს, მოძებნეთ ციფრული დიზაინერი, რის შედეგადაც ნაკლები სტატიკური ფოტო და მეტი განსხვავებული ფოტო გექნებათ.

ნეიტრალური სივრცის კრეატიული გამოყენება და ბადე

გასულ წლებში ვებ დიზაინში კარგად ორგანიზებული სვეტებისა და ბადეების სქემა გამოიყენებოდა. თუმცა 2016 წელს ჩვენ ცვლილების ტენდენცია შევნიშნეთ, რაც არადამახასიათებელი შრეებისა და ულტრათანამედროვე დიზაინის გამოყენებას გულისხმობს.

ამბის მოყოლა

ვებ-გვერდებმა ამბების მოყოლა დაიწყეს, რათა მომხმარებლები გვერდზე რაც შეიძლება მეტ ხანს დატოვონ და ისინი შეინარჩუნონ. ადამიანები უფრო იოლად იმახსოვრებენ ნიუანსებს ამბებიდან, ვიდრე ჩვეულებრივი ინფორმაციიდან.

Lazy Loading

ეს ტენდენცია გულისხმობს გრძელი ფორმატის ვებ-გვერდებზეც ფოტოს ჩატვირთვის შეყოვნებას, რაც საშუალებას გვაძლევს ინფორმაცია გამოჩნდეს მხოლოდ იმ დროს როდესაც ეს საჭიროა.

კონტენტის გაყოფა

კონტენტის გაყოფა ვებ დიზაინში უფრო და უფრო პოპულარული ხდება და მისი საშუალებით ეკრანი ორ ან მეტ ნაწილად იყოფა. ამ შესაძლებლობით, ვებ-გვერდი მომხმარებელს აჩვენებს თანაბრად მნიშვნელოვან რამდენიმე ინფორმაციას ერთ გვერდზე. ეს ტენდენცია 2015 წლის ბოლოს გაჩნდა და 2017 წელს სავარაუდოდ ბევრ ვებ-გვერდზე შევხვდებით.

გაფართოებული ეკრანის ფორმები

ეს არის შესაძლებლობა, როცა ფორმის შესავსებად სხვა გვერდზე გადასვლა საჭირო აღარაა, რადგან ვებ-გვერდი აღჭურილია გაფართოვებული ეკრანის ფორმებით, რომელიც ადაპტირებულია მობილურ დიზაინთან.

ვიდეო

ვიდეო კონტენტის მოხმარება გასულ წელს გაიზარდა. ადამიანები  მაღალი რეზოლუციით გადაღებულ ვიდეოებს ითხოვენ, სადაც ამბებს ყვებიან. ვიდეო რომელიც ვებ-გვერდზე განთავსდება უნდა იყოს მოკლე და უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს.

 

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია მნიშვნელოვანია

საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია ვებ გვერდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუნდაც ძალაინ ლამაზი ვებ-გვერდი  კარგი და გამართული საძიებო სისტემის გარეშე ყურადღების მიღმა დარჩება.

დამალული ნავიგაცა

“ჰამბურგერის მენიუს” (☰) ირგვლივ მისი მომხრეების და მოწინააღმდეგეების უამრავი არგუმენტი არსებობს, მაგალითად ისიც, რომ მომხმაებლებს ამ ღილაკის მიგნება უჭირთ, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს ტენდენცია დარჩება და მომხმარებლები მას აუცილებლად შეეჩვევიან.

დიზაინის მცირე დეტალები

ფოკუსირება მცირე დეტალებზე ძალიან მნშვნელოვანია წელს. უმნიშვნელო დეტალებიდან ნავიგაციის წერტილებამდე თუ კუთხის ლოგოებამდე, ამ მცირე დეტალებზე უნდა ფოკუსირდეთ.

ლოგოს დიზაინის ტენდენციები

მინიმალისტური

დიდი ბრენდები გადავიდნენ უფრო მარტივ, მინიმალისტური დიზაინის გამოყენებაზე  და ეს ტენდენცია შენარჩუნდება.

ხელით ხატვა

ეს არის ტენდენცია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ყურადღების ცენტრშია. იგი მისწრებაა ჰიფსტერული ბიზნესისთვის. ეს სტილი გამოიყენება კაფე-რესტორნების ინდუსტრიაში, სილამაზის სალონებსა და ხელოვნებისა და ხელნაკეთი ნივთების ბიზნესში.

ნეგატიური სივრცე

ეს ძველი ტენდენციაა, თუმცა ბოლო წლებში კვლავ გაცოცხლდა და მხოლოდ მისი პოპულარობის ზრდას უნდა ველოდოთ 2017 წელს.

დანაწევრება

ეს ტენდენცია იმდენად ითვლება მინიმალისტურად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იგი უბრალოდ ლოგოს დანიშნულებას აჩვენებს.

 

გეომეტრიულობა

ეს ტენდენცია ძველზე ძველია, თუმცა იმ ტენდენციებიდანაა, რომელიც არასდროს გაქრება.

ხაზთა ხელოვნება

ეს ტენდენცია ახალ და თანამედროვე ბიზნესშია პოპულარული.

განმეორებით დეკორაციული დიზაინი

ეს ახალი ტენდენციაა და ეს განმეორება უნიკალური გზაა. ეს ორიგინალური ტრენდი ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ ლოგოს პრეზენტაციისას.

ანიმაციური ლოგოები

მოძრავი დიზაინი ამ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ტენდენციაა და ყველა მიმართულებით დაიმკვიდრებს ადგილს.

ვინტაჟი

ვინტაჟური სტილი ვებ-დიზაინში კვლავ აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ მას უფრო იშვიათად ვხვდებით, დიზაინის ამ სახეობას კვლავ აქვს სათქმელი დარჩენილი.

ფერთა გრადაცია

ფერთა გრადაციას წელს ყველგან ვხვდებით ლოგოებშიც კი.

ილუსტრაცია ლოგოში

ილუსტრაცია კარგი გზაა იმისთვის რომ ბიზნეს ლოგოებს უნიკალური და ინდივიდუალური ელფერი დაკრავდეს. ამ წლის მანძილზე ეს ტენდენცია უფრო პოპულარული გახდება

ფოტოები ლოგოში

ტიპოგრაფიისა და ფოტოს მიქსი ამ წლის ყველაზე ცხელი ტენდენციაა. ფოტო და ტიპოგრაფია ერთად კარგად მუშაობს, რადგან კონტრასტს ქმნის.

ტენდენციები ტიპოგრაფიაში

დიდი, მკვეთრი და ლამაზი ტიპოგრაფია
ტიპოგრაფია შესაძლოა ყველაზე მიშვნელოვანი ნაწილია კარგი ვებ დიზაინის შესაქმნელად. ამ წლის ტენდენციის თანხმად, ტიპოგრაფია დიდი და მკვეთრი უნდა იყოს.
]

ფერთა გრადაცია ტიფოგრაფიაში

როგორც ვებ დიზაინის სხვა მიმართულებებში, ფერთა გრადაცია ტიპოგრაფიაშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

ვიზუალური იერარქია

ფონტის ზომა იოლად მიანიშნებს იმაზე, თუ რომელიც სიტყვა ან ასოა ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ ეს ასპექტი ყოველთვის უნდა გვახსოვდეს როცა ტექსტს ვქმნით. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ წარმატებული ვიზუალური იერარქიის მისაღწევად ტექსტის ადგილსა და ფერსაც აქვს მნიშვნელობა.

მცირე ტიპოგრაფია

ძალიან პატარა ტექსტი, როგორც წესი ნეგატიური სივრცითაა გარემოცული, მაგრამ შენ შეგიძლია კონტრასტი შექმნა ფერსა და ფოტოს შორის და ამაგვარად უფრო თვალსაჩინო გახადო იგი. ამას გარდა ანიმაციის გამოყენებაც შესაძლებელია.

ანიმაცია ტიპოგრაფიაში.

ანიიმაციას ვხვდებით ყველგან, ტიპოგრაფიაშიც კი, თუ შენ იყენებ ასოების რბილ მოძრაობას, ეს ამ წლის სწორი მიგნებაა.

როცა ტიპოგრაფია ხვდება ფოტოგრაფიას

ტექსტის და ფოტოს კომბინაცია ძალიან კარგად გამოიყურება.

გეომეტრიული ფიგურები ტიპოგრაფიაში

ტიპოგრაფიაში შესაძლებელია გამოიყენოთ გეომეტრიული ფიგურები, რაც საბოლოოდ თანამედროვე შედეგამდე მიგიყვანთ

ფონტის დაწყვილება

ორი ან მეტი ფონტის გამოყენება წლის ტენდენციაა კვლავ.
წყარო: metric.ge

About the author: admin

Leave a Reply

Your email address will not be published.