საუკეთესო დრო facebook -ზე დასაპოსტად

რა მოხდებოდა როუზის და ჯეკს გემზე ფეხი რომ არ დაედგათ? საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნას დიდი მნიშვნელობა აქვს!

სტატია განკუთვნილია Facebook -ის აქტიური მომხმარებლებისთვის. თუ თქვენ გაქვთ FANPAGE -ეს ინფორმაცია აუცილებლად შეცვლის თქვენი გვერდის რეიტინგს!

 

დროის სწორად შერჩევის ხელოვნება არის ის უნარი, რისი სრულყოფაც მსოფლიოს ყველა სოცმედიის მარკეტერების მუდმივი საზრუნავია.

 

პასუხი კითხვაზე: საუკეთესო დრო Facebook -ზე დასაპოსტად, არის:

1 საათზე
3 საათზე
9 საათზე

შაბათს და კვირას 1 საათზე
ხუთშაბათს და პარასკევს 1 საათზე
ოთხშაბათს 3 საათზე

  • Quick Sprout: ხუთშაბათსა და პარასკევს 13 საათზე, თუ ჩვენი მიზანი ბევრი გაზიარებაა (Shares) ხოლო 15 საათზე, მეტი კლიკის (Clicks) მისაღებად. ამ დღეებში ყველას ნაკლებად უნდა სამსახურში ყოფნა და შესაბამისად, მეტ დროს ატარებენ Facebook-ზე.
  • Optimizely: ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, საღამოს 18 საათიდან20 საათამდე პერიოდში.
  • Microsoft: ხუთშაბათსა და პარასკევს, 13 საათიდან – 15 საათამდე პერიოდში.
  • Hubspot: ხუთშაბათსა და პარასკევს, 13 საათიდან – 15 საათამდე პერიოდში.

სოციალური მედიის მარკეტერის ამოცანაა კამპანიისათვის სათანადო დროის შერჩევა და განთავსებული კონტენტის მეტი ხილვადობა, რათა ინტერნეტსივრცის ღრმა და ბნელ უფსკრულში არ ჩაიკარგოს. განტოლება მარტივია: მეტი მიზნობრივი აუდიტორია და მეტი მნახველი ნიშნავს გაზრდილ შანსს, ჩართულობასა და შედეგიან უკუკავშირს. ამ შემთხვევაში ჩაითვლება კამპანია შედეგიანად. მიზნის მისაღწევად, ალბათ არაერთი მცდელობა გქონიათ, დაგედგინათ ყველაზე ეფექტიანი დრო სოციალურ მედიაში კონტენტის გამოსაქვეყნებლად. წინასწარ გეტყვით: ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. თუმცა, არსებობს მრავალი რესურსი, რომელიც დაგეხმარებათ აღმოჩინოთ საუკეთესო დრო თქვენი მიზნების განსახორციელებლად. ჩვენ შევკრიბებთ ინფორმაცია, რაც დახმარებას გაგიწევთ ამ პროცესში.

Fanpage Karma

ეს ონლაინ პროგრამა დაგეხმარებათ აკონტროლოთ თქვენი Facebook გვერდის ძირითადი მაჩვენებლების რეიტინგი. რაც დაგეხმარებათ შეარჩიოთ იდეალური დრო თქვენი აუდიტორიის ჩართულობიდან გამომდინარე.

იმისათვის რომ ისარგებლოთ აღნიშნული პროგრამით, პირველ რიგში უნდა გაიგოთ თქვენი გვერდის ID კოდი. ID-კოდის გასაგებად შედით თქვენი გვერდის “შესახებ” -გრაფაში და დააკოპირეთ PAGE ID -როგორც ქვემოთ არის ნაჩვენები.

შემდეგ გახსენით ვებგვერდი  – Fanpage Karma და ჩაწერეთ თქვენი PAGE ID, შემდეგ დააჭირეთ ღილაკს – “GET FREE INSIGHTS”.

 

About the author: admin

Leave a Reply

Your email address will not be published.